wishlist0

შემოსასვლელი ოთახის საიდუმლოებანი

ყველა ადგილს და განსაკუთრებით კი სახლს ან ბინას, უხდება კომფორტული შემოსასვლელი, ეს არის ადგილი, სადაც სტუმარს პირველი შთაბეჭდილება  ექმნება თქვენ დახვეწილ საცხოვრებელ კომპლექსზე. შემოსასვლელი ოთახი უნდა იყოს ტევადი და ამავე დროს არ იყოს გადატვირთული მრავალი ნივთით, ამაში მოზრდილი კარადები და ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის შესანახი თაროები დაგეხმარებათ. ყველაზე ორიგინალური, რაც შეიძლება გააკეთოთ შემოსასვლელი ოთახის გამორჩეულობისთვის, არის, ის რომ დაიცვათ ფუნქციონალურობისა და სისადავის პრინციპი. თქვენ უნდა შეძლოთ აარჩიოთ ყველაზე პრაქტიკული ნივთები, რომელთა განთავსებაც დაგეხმარებათ მარტივად შეაწყოთ ქურთუკები, ფეხსაცმელები და სხვა საჭირო საგნები შესაბამის ადგილას. ამით კი თავიდან აირიდებთ აურზაურს.

უფრო მეტად პრაქტიკულია კარადის გასაცურებელი კარი, თუმცა გამოსაღებიც  საკმაოდ მოთხოვნად პროდუქტად სახელდება. ტრენდულ მიმართულებად  იქცა კედელში ჩაშენებული კარადები, რომლებიც მეტად მომხიბლავი და ტევადია. საინტერესო სტრატეგიას ირჩევენ ადამიანები, როდესაც კუთხის ავეჯზე შეაჩერებენ ხოლმე ყურადღებას. ასევე კარგ  ვარიანტად სახელდება ანტრესოლის გაკეთებაც, ასე გაცილებით მეტი ნივთის დატევას შეძლებთ. ყოველთვის ყველაზე მთავარია, ოთახის სწორად მოწყობა, საქმეს გაგიმარტივებთ ინტერიერის და ავეჯის დიზაინის პროგრამები, რაც მოგცემთ შესაძლებლობას,
რომ ხელშესახები გახადოთ ყველაფერი ჯერ ვირტუალურად: პროგრამაში აეწყოს თუ რისი განთავსება გსურთ ოთახში და შემდეგ ზუსტად იმავე შედეგზე გახვიდეთ, როდესაც ავეჯს დაამზადებენ ჩვენი, პარტნიორი კომპანიები.

დაჯავშნე შეხვედრა შესაბამისი დარგის  კომპანიასთან, დაკავშირება 592781212

ბოლო დროს ადამიანები უფრო მეტად ირჩევენ კარადის გამოსაღებ კარში ჩამონტაჟებულ სარკეს, მას აღარ სჭირდება დამატებითი ადგილის დათმობა. ავტომატურად ზრდის სივრცეს ვიზუალურად და ენიჭება განსხვავებული დატვირთვაც, რადგან მანამ სახლიდან გახვალ, შეგიძლია მოწესრიგდე და საუკეთესოდ გამოიყურებოდე. თუმცა ზოგს ურჩევია, კედელზე დაკიდოს სარკე და მის ქვემოთ მოათავსოს დახვეწილი დიზაინის მქონე ტუმბო, რომელიც ბევრი საკვანძო ელემენტის შემკრები გახდება: გასაღები, სამაჯური, საათი და ა.შ ასეთ შემთხვევაში სახლის დატოვების დროს, ნივთები ყოველთვის გაგახსენებთ, რომ აქ ვარ და შეგიძლიათ გაგვიყოლოო, რაც აგარიდებთ თავიდან გზაზე დამატებით ფიქრსა და სინანულს. როგორც ყოველთვის, არც შემოსასვლელი ოთახის შეღებვა და იატაკის დაგება არ ღირს ცივ ფერებში, ასე სივრცე ბევრად უსიცოცხლო გახდება, თუმცა ღია ფერებისა და ფერთა კონსტრასტული გამომხატველობის წყალობით, როდესაც უხვადაა გამოყენებული ღია ფერები. მათ ძალიან უხდება მუქი ფერის ავეჯი.

რაც ოთახს მეტ ვიზუალურ და ესთეტიკურ დატვირთვას სძენს, ასეთი მრავალფეროვნება თითოეული ადამიანისთვის ენერგიისა და სიხალისით ავსების შესაძლებლობას ქმნის. შემოსასვლელს არ უხდება კაშკაშა განათება, ასე სივრცე მეტად განათებულია და ელექტროენერგიის ხარჯიც საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს. ხშირ შემთხვევაში შემოსასვლელ ოთახში ფანჯრები არ არის, ამიტომ დღის შუქის დეფიციტი ყოველთვისაა. თუ თქვენ კედლებსა და ჭერში ჩააშენებთ ბრას ან სხვა სახის სანათებს, სივრცის სიმეტრიულად გაანათებას შეძლებთ, ასე ბევრად მიმზიდველსა და მყუდროს გახდით შემოსასვლელი ოთახის ვიზუალს.

ვიმედოვნებთ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში - გისურვებთ წარმატებებს!

513
შემოსასვლელი ოთახი
to-top