wishlist0

რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი

ჩვენი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას სხვადასხვა საშუალებებით, რადგან შეუძლია ყველა გართობა/დასვენების სექტორში წარმოდგენილი კომპანიის გაერთიანება ერთ პლატფორმაში, უნიკალური პერსონალიზებული კონტენტის მორგებით დააორგანიზოს
ასობით პროდუქტიული სათამაშო/გასართობი ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს ერთმანეთისთვისაც უცნობი ადამიანების შეკრებას, რათა თავი ყველაზე მეგობრულ და საქმიან, მყუდრო და კომფორტულ გარემოში აგრძნობინოს. პირველ რიგში, გაძლიერებული სოციალური კავშირების ხელშეწყობით და მსგავსი
ინტერესებისა და აქტივობების მქონე ერთმანეთისთვის ჯერაც უცნობი თუ უკვე კარგად ნაცნობი პირების გაერთიანებით, პლატფორმა წაახალისებს და ხელს შეუწყობს რეგიონში ადგილობრივ ბიზნესების პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების ზრდას. გაზრდილი სოციალური ინტერაქცია და ერთობლივი აქტივობები გამოიწვევს რეგიონში ახალგაზრდების ჩართულობას ერთი მიზნისა და ინტერესის ქვეშ, მათთვის
მისაღებ დროსა და სივრცეში შესაბამისი სერვისების მიწოდება/გაყიდვას დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფებზე, რაც აამაღლებს სოფლების სიცოცხლისუნარიანობას კონკურენტული მიმართულებებით. საერთო
ჯამში, ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების დასაქმებას, მათი ინტერესების მიხედვით მაღალპროდუქტიულ საქმეებში ენერგიის დახარჯვით შესაბამისი ეკონომიკური სარგებლის მიღებას, რაც საქმიანობის მულტისპეციფიკიდან გამომდინარე, განავითარებს ადგილობრივ ეკოსისტემას.

კონტაქტი
to-top